არსებული ინფორმაციით, კახეთში ყოფილმა სიძემ 63 წლის მამაკაცი დაჭრა. შემთხვევა სოფელ კარდენახში გუშინ მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რიმლის დროსაც ერთმა მეორეს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობები.
დაჭრილი გიორგი საჩეჩელაშვილი გურჯაანში, “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ექიმების განმარტებით, მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა
ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.
მიმდინარეობს გამოძიება.

