ხაშურში 4 შვილიან გელა კიპაროიძეს სახლი დაეწვა

ხაშურში 4 შვილიან გელა კიპაროიძეს სახლი დაეწვახაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად სოციალურად დაუცველი ოჯახი ბინის გარეშე დარჩა.

დაზარალებულია გელა კიპაროიძის ოჯახი, რომელსაც 4 შვილი ჰყავს. მის დასახმარებლად სოციალურ ქსელში მოქალაქეები გაერთიანდნენ, ისინი ცდილობენ როგორც ფინანსურ, ასევე მატერიალურ დახმარებას.

,,გადავწყვიტეთ, შეუგროვოთ თანხა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ოჯახს. ყველას გთხოვთ, რისი საშუალებაც გვაქვს, დავეხმაროთ გაჭირვებაში მყოფ ოჯახს.” – მიმართავს სოციალურ ქსელით ხაშურელი აქტივისტი ზაზა მეხრიშვილი მოქალაქეებს.

ქართლი