ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გახდება ცნობილი.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მოსამართლე გიორგი არევაძე გადაწყვეტილებას ხვალ 11:00 საათზე გამოაცხადებს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა რეპლიკებით, ბრალდებულებმა კი საბოლოო სიტყვებით ისარგებლეს.
პროცესზე ადგილი ჰქონდა დაძაბულობასაც, რომლის დროსაც მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე სხდომათა დარბაზიდან გააძევა, შემდეგ კი ისევ დააბრუნა.

