ხობთან სატვირთო მიკროავტობუსს დაეჯახა – დაიღუპა ტექსტილის სამკერვალოს თანამშრომელი ქალი

ხობთან სატვირთო მიკროავტობუსს დაეჯახა - დაიღუპა ტექსტილის სამკერვალოს თანამშრომელი ქალიხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა  მსხვერპლით დასრულდა.შემთხვევა სოფელ ბიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ.

შედეგად მიკროავტობუსის მგზავრი, ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა.

გარდაცვლილს ტექსტილის სამკერვალოს თანამშრომელი იყო. მიკროავტობუსს ფოთში სწორედ ტექსტილის თანამშრომლები გადაჰყავდა.

დაშავებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.