ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა უკრაინის საკითხზე ქვეყნის პრეზიდენტის, ზორან მილანოვიჩის მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.
„იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში სამხედროები არ გვყავს, ხოლო პოლონეთში მყოფი ჩვენი კონტიგენტი სამშობლოში უკვე დაბრუნდა, არ ვიცი, რომელი სამხედროების გამოყვანას აპირებს პრეზიდენტი. უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებით მისი განცხადება არ არის ჩვენი პოზიცია და მთავრობის სახელით უკრაინელებს ბოდიშს ვუხდი“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.
25 იანვარს, ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შემთხვევაში ხორვატია ნატოს ძალების შემადგენლობიდან თავის სამხედრო კონტინგენტს გაიყვანს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ადგილი ნატოში არ არის.
იმედინიუსი