კიევის სასამართლომ პოროშენკო გაათავისუფლა

კიევის სასამართლომ პოროშენკო გაათავისუფლაკიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პირადი თავდებობით გაათავისუფლა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე..

ბრალდება გირაოს სახით ერთ მილიარდ გრივნასაც ითხოვდა.

პოროშენკო იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ სასამართლოში დაკითხვაზე პირველივე მოთხოვნისთანავე გამოცხადდება.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოროშენკო ვალდებულია, არ დატოვოს კიევის ოლქი და საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტი ჩააბაროს.

სხდომის პარალელურად, ხმაური იყო სასამართლოსთან, სადაც პოროშენკო მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

მთავარი