ლაგოდეხში ჭუმბურიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
შემთხვევა დუმბაძის ქუჩაზე მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.
აალების მიზეზი, სავარაუდოდ, გაუმართავი ელექტროსადენები გახდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის ლაგოდეხის სამსახურის სახანძრო ბრიგადები.
ხანძრის ლიკვიდაცია დროზე მოხერხდა.
მთავარი