ლიბერიაში ეკლესიაში ჭყლეტვას 29 ადამიანი შეეწირა

ლიბერიაში ეკლესიაში ჭყლეტვას 29 ადამიანი შეეწირალიბერიის დედაქალაქ მონროვიაში ეკლესიაში მომხდარი ჭყლეტის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა დედაქალაქის გარეუბანში, ნიუ კრუ თაუნში მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ჭყლეტის მიზეზი.

არ არის გამორიცხული მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან რამდენიმე დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ინციდენტი 19 იანვარს საღამოს ან 20 იანვარს დილას მოხდა.

იპნ