ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტს უჩივლა

ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტს უჩივლასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.

როგორც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გასაჩივრდა საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული იმ ცვლილებების (იმ ნორმების) კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის შექმნას.

„კონსტიტუციური სარჩელით საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან („საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“) მიმართებით გასაჩივრდა საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული იმ ცვლილებების (იმ ნორმების) კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის შექმნას და სამსახურის გაყოფის თანამდევ შედეგებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საფუძველზე შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების არჩევას.

ვფიქრობ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის თავის სათქმელს დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და ყველა არჩევითი თანამდებობის სტაბილურობის, უსაფუძვლოდ მათი თანამდებობიდან გათავისუფლებისგან დაცვის კონსტიტუციური უფლების უზრუნველსაყოფად.

სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მისი ძალიან კვალიფიციური იურისტები. მადლობა მათ მხარდაჭერისა და სამსახურის ინტერესების დაცვისთვის!“ – ნათქვამია ლონდა თოლორაიას განცხადებაში.

იპნ