მაკრონი – “აიცერით ყველამ, ვისაც არ აგიცრიათ”

მაკრონი - "აიცერით ყველამ, ვისაც არ აგიცრიათ"საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას ახალი წლის დადგომას ულოცავს.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად ის მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ მომდევნო წელი უკეთესი იქნება.

ამასთან, მაკრონმა საფრანგეთის იმ 5 მილიონზე მეტ ადამიანს, რომელსაც ვაქცინა არ გაუკეთებია, აცრისკენ მოუწოდა.

„დღეიდან საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე იქნება. ჩვენ ეს მომენტი პროგრესისთვის უნდა გამოვიყენოთ, 2022 წელი ევროპის შემობრუნების წელი უნდა იყოს”, – განაცხადა მაკრონმა.

იპნ