მამაკაცმა ნატახტარის ხორცის მაღაზიაში სროლა ატეხა

მამაკაცმა ნატახტარის ხორცის მაღაზიაში სროლა ატეხა26 იანვარს ღამით მამაკაცი ნატახტარის ხორცის მაღაზიაში შეიჭრა და რამდენჯერმე გაისროლა. ის 4 თანმხლებ პირთან ერთად პროდუქტის ვალად წაღებას ითხოვდა.

მას შემდეგ, რაც გამყიდველმა ხორცის უფასოდ მიცემაზე ბრალდებულს და მის თანმხლებ პირებს უარი უთხრა, თავდამსხმელმა უმისამართოდ სროლა დაიწყო. დაზიანდა მაღაზია და დაშავდა გამყიდველი.

ბრალდებულმა ვერც ხორცი წაიღო და მიმალვისას დანაშაულის იარაღი მაღაზიაში დარჩა.

პოლიციამ მამაკაცი დააკავა.

აღიარებს თუ არა დაკავებული ბრალს. უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო.

მთავარი