მანქანა უფსკრულზე 3 დღე ეკიდა

მანქანა უფსკრულზე 3 დღე ეკიდაინტერნეტში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს სატვირთო მანქანა, რომლის შეჩერებაც მძღოლმა უფსკრულში გადავარდნამდე რამდენიმე წამით ადრე შეძლო.

შემთხვევა ჩინეთში მოხდა.

ვიწრო გზაზე, რომელიც კლდეებს მიუყვება, მძღოლი ნავიგაციის სისტემამ გაიყვანა. როდესაც გზა იმდენად დავიწროვდა, რომ გასვლა შეუძლებელი იყო, მძღოლმა სცადა უკუსვლით გამოსულიყო, თუმცა ვერ შეძლო, საბურავი გზიდან გადავიდა და სატვირთო მანქანის ნაწილი უფსკრულის თავზე აღმოჩნდა.

მძღოლმა და მგზავრმა მანქანიდან გადმოხტომა შეძლეს.

მანქანა კლდეზე სამი დღის განმავლობაში იყო გადაკიდებული, თუმცა საბოლოოდ, მაშველებმა მისი გზაზე დაყენება შეძლეს.

შემთხვევა პირველ იანვარს მოხდა. ინციდენტის გამო გზა 3 დღის განმავლობაში ჩაკეტილი იყო და მოძრაობა 4 იანვარს აღდგა.

რუსთავი 2

მანქანა უფსკრულზე 3 დღე ეკიდა