მელიას ნაყოფია ჩაანაცვლებს – დიდი ცვლილებები ნაციონალურ მოძრაობაში

მელიას ნაყოფია ჩაანაცვლებს - დიდი ცვლილებები ნაციონალურ მოძრაობაშიდიდი ცვლილებები “ნაციონალურ მოძრაობაში” –  “პირველებმა” იმ საკადრო ცვლილებების შესახებ შეიტყო, რომლებიც პარტიაში იგეგმება.  არსებული ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს ნიკა მელიას ნაცვლად კობა ნაყოფია უხელმძღანელობს. მელია მხოლოდ პარტიის თავმდჯომარედ რჩება. აწინაურებენ პეტრე ცისკარიშვილსაც. ის პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტს ჩაიბარებს.

ენმ- ს წევრის, ზაალ უდუმაშვილის, თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბარი შიდა პარტიულ გაძლიერებას შეეხება, თუმცა  საკადრო ცვლილებების შესახებ პოლიტსაბჭოს დასრულებამდე ვერაფერს იტყვის.

ვიდრე პოლიტსაბჭო არ დასრულდება, ვერანაირ საკადრო გადაადგილებას მე ვერ დავადასტურებ. საუბარი იქნება შიდა პარტიულ გაძლიერებაზე, როგორ უნდა გავაძლიეროთ პარტია მომავალი ბრძოლისთვის და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ამის შესახებ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ, – თქვა უდუმაშვილმა.
პარტიაში რეორგანიზაციას ადასტურებს ენმ-ს წევრი, ანი წითლიძე. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელებენ.

ვიმსჯელებთ მომავლის სტრატეგიაზე, ვიმსჯელებთ შიდა სტრუქტურული ორგანიზაციების გაძლიერებაზე და განსაკუთრებით რეგიონებში და ვიმსჯელებთ იმაზე, როგორი უნდა იყოს პარტიული მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური. შიდა სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხები დღის წესრიგში არის, შესაბამისად, მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება პოლიტსაბჭოს სხდომაზე, – თქვა წითლიძემ.
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს 15:00 საათზე დაიწყო.  არსებული ინფორმაციით, სხდომაზე  საკადრო გადაადგიულებებზე,  სამომავლო გეგმებსა და პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებზე იმსჯელებენ.

ტვ პირველი