“მეტრომონი არ გვქონდა და მეტროს გადავახტით” – როგორ დაიწყო კონფლიქტი, რომელსაც ლეონ ა-ს ცემა მოჰყვა

"მეტრომონი არ გვქონდა და მეტროს გადავახტით" - როგორ დაიწყო კონფლიქტი, რომელსაც ლეონ ა-ს ცემა მოჰყვა– ჩემზე ბევრი ცუდი კომენტარი წავიკითხე, ბევრი შეურაცხყოფა წავიკითხე. მინდა, რომ იმ ხალხს მივმართო, ვინც შეურაცხყოფას მაყენებს. თქვენ რომ ჩემს ადგილას იყოთ ანალოგიურს გააკეთებდით, თუ იცით ადამიანობა და მეგობრობა შემოგრჩათ, ეგ სირცხვილი არაა. მე ჩემს მეგობარს გვერდზე ვედგები და მინდა, რომ ჩემს მეგობარს სტიმული მივცე და შეურაცხყოფებისგან თავი შეიკავეთ.

ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში დაზარალებულ ლეონ ამბანცუროვის მეგობარმა, გიორგი ჯოჯიაშვილმა განაცხადა.

პოლიციელის მიერ მისი მეგობრის ცემის კადრები მისი გადაღებულია. ჯოჯიაშვილი ამბობს, რომ მისი მიზანი მეგობრის მხარდაჭერა და მისი გაძლიერებაა, რადგან პოლიციელის მსგავსმა დამოკიდებულებამ ის შეიძლება, „ცხოვრებისეულად დაჩაგროს“.

– შეიძლება ასეთმა საქციელმა დისკომფორტი შეუქმნას, შეიძლება სუიციდამდე მიიყვანოს. შშმ პირია, შეიძლება, ეს ყველაფერი სხვანაირად მიიღოს. ან ცხოვრებისეულად დაიჩაგროს, თუ ვინმე გვერდზე არ დაუდგა და თუ სტიმული არ მისცა. მე მივცემ სტიმულს, რომ განაგრძოს ცხოვრება და იცოდეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და მე ლეონს, ჩვეულებრივი მოლაპარაკე ადამიანისგან არ ვასხვავებ, – განაცხადა გიორგი ჯოჯიაშვილმა.

ჯოჯიაშვილმა მეტროსადგურში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

– ჩვენ არ გვქონდა გასატარებელი მეტრომონი და გადავახტით მეტროს, ჩემი მეგობარი ლეონი ესკალატორის მოაჯირზე შემოჯდა და ზემოთ მყოფმა სამართალდამცავმა დაუძახა ჩამოდიო. ჩვენ მეგობრებმა ვუთხარით, რომ ჩამოსულიყო. როგორც ჩანს, ზემოთ მყოფმა პოლიციელმა ქვევით პოლიციელებს გადასცა ამ ფაქტის შესახებ და უკან ამოგვატრიალეს, გვითხრეს წამოდითო. შეუპასუხებლად გავყევით. ჩემ მეგობარს მოჰკიდეს ხელი. ვეუბნები, რომ ხელი გაუშვით ყრუ-მუნჯია და თუ რამე გინდათ გადავუთარგმნით. ეგონათ, რომ ვატყუებდით. ისმის კიდეც ვიდეოში, რომ როცა ვუთხარით, რომ ყრუ-მუნჯია გვითხრეს ჩვენ ავალაპარაკებთო. მერე ნახეთ, რა მეთოდით მოინდომა მისი ალაპარაკება,  – ამბობს ჯოჯიაშვილი.

პრაიმ ტაიმი