მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემ ლეონ ა-ს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

მეტროში პოლიციელის მიერ ნაცემ ლეონ ა-ს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭამეტროსადგურ ,,ისანში” პოლიციელის მიერ ნაცემ შშმ პირს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. 17 წლამდე არასრულწლოვანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დედასა და ადვოკატთან ერთად იმყოფება. მათ თან ახლავს თარჯიმანიც.

ლონდა თოლორაიას უწყების თანამშრომლებმა შშმ პირს სახლში მიაკითხეს და საგამოძიებო პროცედურის ჩასატარებლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გადაიყვანეს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით პოლიციელის მიერ ნაცემი ლეონ ა. მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესში იმყოფება და მას სპეციალისტების დახმარება სჭირდება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, ყველა აუცილებელი საგამოძიებო ღონისძიება ხორციელდება. 17 წლის შშმ პირის დაზარალებულად ცნობის შემდეგ პროცედურულად გამომძიებლები ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლიატორში მივლენ და დაკავებულ პოლიციელებს ბრალს წაუყენებენ.

ტვ პირველი