„მის აშშ“ ნიუ-იორკში გარდაცვლილი იპოვეს

„მის აშშ“ ნიუ-იორკში გარდაცვლილი იპოვეს„მის აშშ – 2019″ 30 წლის ჩესლი კრისტი ნიუ-იორკში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ჩესლი კრისტის ცხედარი ცათამბჯენთან აღმოაჩინეს, მას სიმაღლიდან გადმოვარდნის ნიშნები ჰქონდა.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – „დაე, ამ დღემ სიმშვიდე და მოსვენება მოგვიტანოს”.

რა გახდა ჩესლი კრისტის გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.