მორიგი ქამბექი – საქართველომ ამჯერად ბოსნია-ჰერცეგოვინას მოუგო

მორიგი ქამბექი - საქართველომ ამჯერად ბოსნია-ჰერცეგოვინას მოუგოსაქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში გრონინგენის “მარტინი პლაზაში” ბოსნია-ჰერცეგოვინას 2:1 სძლია.

მე-6 წუთზე მეტოქე ჰაჯევიჩმა დააწინაურა, საპასუხო შეტევისას კი კურტანიძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი მეკარე მილანოვიჩმა. ბოსნიელები ძალიან სახიფათონი იყვნენ სწრაფი კონტრშეტევებისას, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა ჩვენი გუნდის გოლკიპერი კუპატაძე. შემდეგ სებისკვერაძეს გოლის გატანა მილანოვიჩმა არ დაანება, ელისანდრომ ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების იერიშებით დაიწყო, მილანოვიჩს კარიდან მორიგი წინ გასვლა ძვირად დაუჯდა და 25-ე წუთზე
თალესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 27-ე წუთზე ბრუნო პეტრიმ ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. აქედან მოყოლებული ბოსნიელები შეტევაზე გადავიდნენ, ბოლო წამზე 42 წლის კუპატაძემ მოწინააღმდეგის დარტყმული ბურთი მოიგერია და გავიმარჯვეთ.

D ჯგუფში დღეს ერთმანეთს ესპანეთი და აზერბაიჯანი დაუპირისპირდებიან. ესპანეთის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავა.

ბოლო ტურში ასათიანის შეგირდები, რომლებმაც ზედიზედ ორი მატჩის შემოტრიალება მოახერხეს, ესპანეთს შეხვდებიან.

სპორტალი