მზია მამრიკიშვილმა ქუთაისში პროკურატურასთან მაკრატლით ხელი დაისერა

მზია მამრიკიშვილმა ქუთაისში პროკურატურასთან მაკრატლით ხელი დაისერახმაური იყო ქუთაისის პროკურატურასთან, სადაც მოქალაქემ თვითმკვლელობა სცადა –  ქალმა მაკრატლით ხელი დაისერა.

მზია მამრიკიშვილი მჯდომარე აქციას პროკურატურის მისაღებში მართავდა და თაროზე შემოდებული საქმის გამოძიებას ითხოვდა.

ქალის მტკიცებით, ღამით ის შენობიდან პოლიციელებმა ძალით გამოათრიეს, რის გამოც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.

მზია მამრიკიშვილის მტკიცებით, წლების წინ, სუს-ის თანამშრომელმა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, სოფიო სურგულაძემ მისი კუთვნილი 1 კილომდე ოქრო მოტყუებით მიითვისა, თუმცა გავლენიანი მფარველების გამო ქალს ამ დრომდე არ აკავებენ.

– მითვისებული აქვს ჩემი კუთვნილი ოქრო, დაწყობილი აქვს ყალბი დოკუმენტები, მაწერდნენ 36.000 ლარს და 7.700 დოლარს. ეს ხდებოდა მისი ოჯახის ჩართულობით. მამამისი განაგებს კრიმინალურ სამყაროს, ეს სუსის შენობაში ზის და განაგებს კერძო დაცვას. ხელში უჭირავს, პროკურატურა, სასამართლო, სამმართველო.

მე პროკურატურაში მოვედი, ეს ჩემი უფლებაა, რომ მოვითხოვო საქმის ძიება და ბოლომდე მიყვანა.

ღამის 12 საათი იყო, 10-მდე ადამიანი შემოვარდა, როდესაც პატარა მაკრატლით დაზიანებები მივიყენე. ამის შემდეგ გარეთ გამომათრიეს და აქ დამაგდეს. ბოლოს სასწრაფომ გადამიყვანა “ევექსის” კლინიკაში, – განაცხადა მზია მამრიკიშვილმა.

ტვ პირველი