ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ბოიკოტს წყვეტს – “პირველების” ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება.
პარტიამ პოლიტიკური აქტივობები უკვე დააანონსა. არსებული ინფორმაციით, თებერვლიდან ნაციონალური მოძრაობა საგაზაფხულო სესიას დაესწრება, ერთ-ერთი მთავრი და პირველი საკითხი კი მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული წამების და არაადამიანური მოპყრობის შემსწვლელი კომისიის შექმნა იქნება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, კონკრეტული გეგმების შესახებ განცხადება ორშაბათს 12 საათზე გაკეთდება.
მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენი პარტიული და ფრაქციული სტრატეგია გაზაფხულზე. ახლა ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი იწყება. ეს იქნება ფართო სტრატეგია, რომელსაც მე პირადად ორშაბათს წარმოგიდგენთ, მათ შორის, საპარლამენტო, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩამოვყალიბდით და ეს იქნება ძალიან აქტიური სეზონი, როდესაც პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს, პირველი ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მის მიმართ არაადამიანური, ღირსებაშემლახავი მოპყრობის სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ინსტრუმენტის მხილება”- თქვა დეკანოიძემ.
ტვ პირველი