ნიკა გვარამია სუსში დაიბარეს

ნიკა გვარამია სუსში დაიბარეს„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

გვარამიას გამოკითხვა უწყებაში დღეს, 14:00 საათზეა ჩანიშნული.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებას, რომელზეც ინფორმაცია ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მკვლელობა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა დაუკვეთა, რის შემდეგაც ქილერები საქართველოში ჩამოვიდნენ.