კალიფორნიის სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ნეტფლიქსის შუამდგომლობა, გაეუქმებინა ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ შეტანილი სარჩელი, – ინფორმაციას მედია ავრცელებს.
ნეტფლიქსი სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვდა, რადგან ამტკიცებდა, რომ სერიალი არის მხატვრული ნაწარმოები და მის შემქმნელებს კანონი ფართო მხატვრულ ლიცენზიას ანიჭებს.
თუმცა, აშშ-ის კალიფორნიის შტატის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა.
“ის ფაქტი, რომ სერიალი გამოგონილია, არ იცავს ნეტფლიქსის ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობისგან,” – ნათქვამია მოსამართლის გადაწყვეტილებაში.
ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა ნეტფლიქსის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის სექტემბერში შეიტანა. მათივე ცნობით, საქმე ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია.
ქართველი მოჭადრაკე ამერიკული კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს მოითხოვს.
იპნ

