ისრაელში „ომიკრონის“ შემთხვევების მატებამ ქვეყანაში ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას შეუწყოს ხელი.
ჯანდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორის, ნახმან ეშის თქმით, დეკემბრის ბოლომდე ისრაელმა შეძლო „ომიკრონის“ შემთხვევების შეკავება, თუმცა ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და სავარაუდოდ, ერთიდან სამი კვირის ვადაში რეკორდული მაჩვენებელს მიაღწევს.
„ციფრები მაღალი უნდა იყოს იმისთვის, რომ ჯოგური იმუნიტეტი გამომუშავდეს. ეს შესაძლებელია, თუმცა ჩვენ არ გვინდა ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა ინფიცირების ხარჯზე, არამედ გვინდა, რომ ეს მოხდეს ვაქცინირებულთა რაოდენობის მატებით”, – აღნიშნა ნახმან ეშიმ.
მისი თქმით, ისრაელის 9.4 მილიონი მოქალაქიდან 60% სულ მცირე ორი დოზით სრულიად აცრილია.
იპნ