ფოთში, კოსტავას ხუთ ნომერში მდებარე ოთხ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე ხანძარი გაჩნდა.
შემთხვევის შედეგად ბინა, რომელშიც ცეცხლი გაჩნდა, სრულად დაიწვა, მის გვერდით მდებარე ბინა კი – ნაწილობრივ.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაზის გამათბობელი იყო.
ადგილზე მეხანძრე-მაშველების ექვსი ეკიპაჟი მუშაობდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ცეცხლი დაახლოებით დილის 5 საათზე გაჩნდა. ოჯახის წევრებმა დროულად მოახერხეს გარეთ გამოსვლა. ჯერჯერობით გაურკვეველია, რამ გამოიწვია ხანძარი“, – განაცხადეს თვითმხილველმა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარებიან.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
პრაიმ ტაიმი