პოლონეთში 4 ქართველი მამაკაცი დააკავეს

პოლონეთში 4 ქართველი მამაკაცი დააკავესპოლონეთში პოლიციამ ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 4 ქართველი დააკავა, ისინი 20-25 წლამდე ასაკის არიან.

დაკავებული 4 პირიდან სამს იარაღის მუქარით ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდება წარუდგინეს და მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ერთს კი გამოძიება დანაშაულში თანამონაწილეობას ედავება.

“ქართული დანის ბანდა” – ასე მოიხსენიებს პოლონური მედია დაჯგუფებას, რომელიც პოლიციამ ვარშავაში მომხდარი ძარცვიდან ერთი კვირის შემდეგ დააკავა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ორ მამაკაცს, რომლებიც 2021 წლის 9 დეკემბერს ვარშავის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი კლუბიდან ბრუნდებოდნენ.

დაჯგუფების წევრებმა იარაღის მუქარითა და შანტაჟით 24 და 26 წლის მამაკაცებს წაართვეს მობილური ტელეფონები და 2.000 პოლონური ზლოტი (1.534.46 ლარი).

ადგილობრივი მედია წერს, რომ ქართველები 16 დეკემბერს ვარშავის ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

მთავარი