პოლონეთში დასაქმებისა და ბინადრობის პროცედურა მარტივდება

პოლონეთში დასაქმებისა და ბინადრობის პროცედურა მარტივდებაპოლონეთში დასაქმებისა და ბინადრობის პროცედურა მარტივდება. პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, უცხოელების დასაქმების გამარტივებული პროცედურის შესახებ.

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები პოლონეთში, სამუშაო ნებართვის გარეშე, ადრინდელივით 6 თვის კი არა, არამედ 2 წლის განმავლობაში შეძლებენ მუშაობას. ამისთვის მხოლოდ სამუშაო დავალების დეკლარაციის წარდგენა იქნება საკმარისი.

ახალი წესები დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღებაზე პროცედურის გამარტივებასაც ითვალისწინებს. პოლონეთში ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის წარდგენის დროს, უცხოელს აღარ მოეთხოვება ქვეყანაში საცხოვრებელი ადგილისა და შემოსავლის მუდმივი წყაროს დოკუმენტირებული დადასტურება.

საკმარისი იქნება პოლონეთში მინიმალური ხელფასის ოდენობით შემოსავალზე ინფორმაციის წარდგენა, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის დასადასტურებლად, პირს მხოლოდ განსაზღვრული ხელფასის შრომითი ხელშეკრულების წარდგენა მოეთხოვება.

ახალი წესები სამთავრობო მაცნეში გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ ამოქმედდება. სავარაუდო თარიღად მიმდინარე წლის იანვრის მეორე ნახევარი სახელდება.

პრაიმ ტაიმი