პრეზიდენტი თოყაევი – “ყაზახეთიდან არ წავალ!”

პრეზიდენტი თოყაევი - "ყაზახეთიდან არ წავალ!"ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ყომართ თოყაევმა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო მიმართვა გაავრცელა.

მისი თქმით, დღეიდან რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს თავად გაუძღვება.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განცხადა, რომ დემონსტრაციის დროს რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა.

„მე ხალხთან ვრჩები და ახალ შემოთავაზებას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ. რაც არ უნდა მოხდეს, მე ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები. მე ჩემს პოზიცაზე ვაპირებ დარჩენას და ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც 4 იანვარს განვითარებულ მოვლენებს შეისწავლის.

მანამდე აქტივისტებმა ყაზახეთის ქალაქ ალმათის ტელევიზიისა და რადიო კომპანია „მირის“ ოფისი დაარბიეს, კომპანიის კუთვნილი აპარატურა კი გაანადგურეს.

„მირში“ შეჭრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან კომპანიის თანამშრომლებმა შენობის დატოვება დროულად მოასწრეს.

ქალაქ ალმათის კომენდანტის, ქანათ თაიმერდენოვის განცხადებით, საპროტესტო აქციების ფონზე ქალაქში ძარცვისა და მოროდიორობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

მისი თქმით, აქტივისტებმა 120-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება დაწვეს, მათ შორის 33 პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები იყო.

იპნ