ამერიკელმა მასწავლებელმა კოვიდდადებითი შვილი მანქანის საბარგულში ჩაკეტა, რომ ვირუსი მას არ გადასდებოდა – BBC-ის ინფორმაციით, 41 წლის სარა ბიმი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
სარა ბიმის თქმით, 13 წლის ბიჭს კოვიდი დაუდასტურდა და ტესტის შედეგის გადასამოწმებლად სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავდა. მისი განმარტებით, არ სურდა თავადაც დაინფიცირებულიყო, ამიტომ ბავშვი კლინიკაში საბარგულით მიიყვანა. მედპერსონალმა ქალს განუცხადა, რომ ტესტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებდნენ, თუ ბიჭს მანქანის უკანა სავარძელზე მოათავსებდა.
თვითმხილველებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
რუსთავი 2