უამინდობა ქობულეთში – დიდთოვლობის გამო სოფელ ლეღვაში საცხოვრებელი სახლი ჩაინგრა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მცირეწლოვანი სახლში იმყოფებოდა.
სახლის ჩანგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ოჯახი სოციალურად დაუცველია. მათ ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ და ახლა ღამეს ნათესავებთან ათევენ.
როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, მოხდება დაზარალებული ოჯახის ქირით გაყვანა და ბინით უზრუნველყოფა.
რუსთავი 2