უამრავი ბავშვისთვის და მშობლისთვის არის ცნობილი ემილია, რომელსაც საკუთარი არხი აქვს იუთუბზე. სწორედ მისი არხის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
“გუშინ საღამოს მთავარ ნაძვისხესთან გავიყვანეთ ბავშვები და იმხელა სიყვარული და სითბო ვიგრძენით და კითხვები, თუ რატომ არსად საახალწლო კონცერტებზე თუ აქტივობებზე არ მონაწილეობს ემილია? აი, ზუსტად მაგან გადამაწყვეტინა ამის დაწერა.
დარწმუნებული ვარ, კარგად იცით, თუ როგორ უყვართ ემილია ბავშვებს და არა მარტო ბავშვებს, ემილიაც მათ მიმართ გამოხატავს ყოველთვის დიდ სიყვარულს, ვისაც კი შევხვედრივართ თუნდაც ერთხელ, კარგად მიხვდება, თუ რას ვგულისხმობ.
ემილიას აქვს უკვე უამრავი სიმღერა, თითო სიმღერას მილიონობით ნახვა აქვს, ბავშვებმა ეს სიმღერები იციან ზეპირად და ძალიან უყვართ.
საახალწლოდ და არა მარტო საახალწლოდ მერიას და არა მარტო მერიას აქვს უამრავი აქტივობები, მაგრამ ემილიას არასდროს არსად არ იწვევენ. ემილია არის დაბლოკილი!
ქართველ ბავშვს, რომელსაც საქართველოში აქვს ჯამში 1 მილიარდამდე ნახვა, აიგნორებენ!
ტელევიზიებზეც მინდა ყურადღების გამახვილება, მხოლოდ 1-2 შემთხვევის გარდა ტელევიზიებში ჟურნალისტები ყოველთვის ცდილობენ ემილიას და ჩვენი ოჯახის ცუდად წარმოჩენას! რაზეც ყოველთვის თავშეკავებული ვუსმენდი და ვპასუხობდი. ამის შემდეგ თუ საერთოდ მოვალთ ტელევიზიაში, გპირდებით, რომ არაადეკვატურ კითხვებზე და დისკრიმინაციისკენ მიმართულ კითხვებს ვუპასუხებთ უკვე ადეკვატურად, როგორც დაიმსახურებთ!
კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს მაყურებელს, მსმენელს და მთლიანად საქართველოს, მადლობა სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის! გილოცავთ კიდევ ერთხელ შობა-ახალ წელს, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით!”
მშობლები