როგორ ავირიდოთ ხანძარი

როგორ ავირიდოთ ხანძარიუსაფრთხოების საკითხი ნებისმიერ კომპანიაში საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, ნებისმიერ ადგილას, სადაც ადამიანებს უწევთ დღის უმეტესი ნაწილის გატარება, ან სულაც დროებით მოდიან, არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად იყოს ის მინიმალური სტანდარტები დაცული, რაც რაიმე სახის საფრთხეს აარიდებს. უსაფრთხოება პირადი ინფორმაციის სანდოდ შენახვასთან ერთად ფიზიკური სახის დაცვასაც გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიაში მომუშავე ადამიანებმა თავი კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ. თანამედროვე კომპანიებში ეს მიმართულება ფუნდამენტშივეა გადაწყვეტილი, პერიოდულობით კი აუცილებლად მიმდინარეობს ეტაპობრივი შემოწმება იმისა, თუ რამდენად გამართულია სისტემა.

უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ხანძარია, რაც შეიძლება გამოიწვიოს როგორც დაუდევრობამ, ასევე სისტემაში წარმოქმნილმა პატარა პრობლემამაც. ხანძარი, თავის მხრივ, გამოირჩევა მაღალი დესტრუქციულობით, მისგან მიყენებულმა ზარალმა კი შეიძლება ბიზნესს სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ხანძრის მიერ მიყენებული პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი შეგროვებული ინფორმაციის განადგურებაა, რომლის აღდგენაც საკმაოდ შრომატევადი და რთული საქმეა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ კომპანიაში აუცილებელია სახანძრო უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს. ყველაფერთან ერთად, დღეს კანონშიც კია გაწერილია რეგულაცია ამ მიმართულებით, რომელიც ბიზნესებს ავალდებულებს ეს საკითხი ეფექტურად იყოს გადაწყვეტილი.

ორგანიზაციებში მინიმალური უსაფრთხოების დაცვის პირობების შექმნასთან ერთად კარგი იქნება თუ ერთიანი გამართული სისტემა იქნება, რომელიც უზრუნველყოფს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ხანძრის ავტომატური დეტექცია, ხმოვანი შეტყობინება, ევაკუაცია, ხანძრის ავტომატური ქრობა. ამას გარდა, შესაძლებელია დაინერგოს ამ სისტემების ინტეგრირებული მოდელი, რომელიც სრულად უპასუხებს კონკრეტული დაწესებულების უნიკალურ მოთხოვნებს. ასეთ დროს, როდესაც სისტემების ინტეგრირება ხდება, სხვადასხვა სისტემის რამდენიმე ფუნქცია ერთად იყრის თავს, რაც აჩენს შესაძლებლობას, რომ ის იყოს ცენტრალიზებულად მართული, რაც თავის მხრივ ზრდის მის ეფექტურ მონიტორინგს, რისკებისა და საფრთხეების სწრაფ იდენტიფიცირებას, ინციდენტის მიზეზის დროული დადგენასა და ამაზე რეაგირებას. ამასთანავე, ასეთ დროს, იზოგება რესურსები და შესაძლებელი ხდება რეალურ დროში დაკვირვება სმარტფონითა თუ სხვა ტიპის კომპიუტერული მოწყობილობით. გასათვალისწინებელია ის დეტალიც, რომ ასეთი ტიპის სისტემის გამართვისას ანგარიშგებაც საერთო და უფრო სრულყოფილიც იქნება.

სახანძრო უსაფრთხოების სისტემებში სხვადასხვა ტიპის სიახლეებსა თუ უახლეს მიდგომებსა და ინტეგრირებულ გადაწყვეტებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ხანძრის დეტექციის სისტემა, რომლის სისტემა მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა. როდესაც სადმე ხანძარი ჩნდება, ასეთ დროს აუცილებელია მომენტალური რეაგირება, დროის მცირე მონაკვეთში ხანძრის კერების ჩაქრობა და მისი გავრცელების პრევენცია, რაც ხანძრით მიყენებულ ზიანს მნიშვნელოვნად ამცირებს. აღნიშნული სისტემის მთავარი ფუნქციაა როდესაც ხანძარი გაჩნდება მყისიერად აღმოაჩინოს მისი წყარო და გასცეს შესაბამისი სახის შეტყობინება, იქნება ეს პოტენციური თუ რეალური ხანძრის საფრთხე. როგორც წესი, სისტემა ინტეგრირებადია დაცვით სიგნალიზაციასთან, რაც საკმაოდ დადებითი შემთხვევაა, ხოლო, შეტყობინება ხორციელდება სახანძრო განგაშის ე.წ სამისამართო სიგნალის გამოყენებით, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი სისტემა ინტეგრირებულია და გამართული, ეს შესაძლებლობას გვაძლევს სიგნალის გადაცემის მისამართი ვმართოთ როგორც საკუთარი სმარტფონითა თუ კომპიუტერული მოწყობილობით, ასევე სპეციალური მოწყობილობა ან სულაც პულტით.