რუსთავში 44 წლის მუშა დაიღუპა

რუსთავში 44 წლის მუშა დაიღუპარუსთავში, „რუსელოისის“ ქარხანაში უბედური შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 44 წლამდე ასაკის მამაკაცს ფეხი დაუცდა და ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუარში ჩავარდა.

საწარმოში მობილიზებული იყვნენ მაშველები და მამაკაცი რეზერვუარიდან უკვე გარდაცვლილი ამოიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.