რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ფეხსაცმელების საწყობში ცეცხლი გაჩნდა.
დამწვარია შენობაში არსებული საქონლის დაახლოებით 50%. მფლობელის თქმით, ზარალი სავარაუდოდ, 10.000 ლარამდეა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები და პოლიცია იყო მობილიზებული.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ტვ 4

