სანზონაში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მარტო მყოფი მამაკაცის ბინაში ჩართული გაზქურა დახვდათ.
მეზობლების თქმით, სადილის გასაცხელებლად გაზის ანთების შემდეგ მამაკაცმა დაიძინა. შედეგად, სადარბაზოში კვამლი და შესაბამისი სუნი გავრცელდა.
მეხანძრე-მაშველები შენობაში აივნიდან შევიდნენ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კორპუსში გათიშული იყო ელექტროენერგიაც. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. მეხანძრე მაშველებმა ტერიტორია დატოვეს.
რეპორტი