საფრანგეთის ყოფილ შს მინისტრს 1 წელი მიუსაჯეს

საფრანგეთის ყოფილ შს მინისტრს 1 წელი მიუსაჯესსაფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კლოდ გეანს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის 8-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ Europe 1 ავრცელებს.

საქმე ეხება ელისეს სასახლის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებისას კონტრაქტების გაფორმებისას დაშვებულ დარღვევებს.

77 წლის გეანი, რომელიც თვეზე მეტია, სხვა საქმის გამო პარიზის ერთ-ერთი ციხეში იხდის სასჯელს, განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა.

ექსმინისტრის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს.

კლოდ გეანი საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2011-2012 წლებში ხელმძღვანელობდა.

იმედინიუსი