საფრანგეთში ვაქცინაციის საშვის წარდგენა სავალდებულო გახდა

საფრანგეთში ვაქცინაციის საშვის წარდგენა სავალდებულო გახდასაფრანგეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მიმართული მთავრობის უახლესი ზომები, მათ შორის ვაქცინაციის საშვი.

ახალი კანონით, რომელიც უახლოეს დღეებში შევა ძალაში, ვაქცინაციის საშვის წარდგენა სავალდებულო იქნება მუზეუმებში, თეატრებში, კაფეებსა და რესტორნებში შესასვლელად და შორი მანძილის მატარებლებით მგზავრობისას. ვაქცინაციის საშვი მხოლოდ სრული ვაქცინაციის საფუძველზე გაიცემა.

ამჟამად, არავაქცინირებულ მოქალაქეებს აღნიშნულ ადგილებში შესვლა შეუძლიათ, თუ ისინი კორონავირუსის ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ.

კანონი პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო მონაცეებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 78%.

იპნ