საქართველოში მცხოვრები ბერძენი მილიონერი ქართველ ცოლს ეძებს

საქართველოში მცხოვრები ბერძენი მილიონერი ქართველ ცოლს ეძებსსაქართველოში მცხოვრები ბერძენი მილიონერი სალიჰ საიბორტი ქართველ მეორე ნახევარს ეძებს.

„ვეძებ კახელ ან მეგრელ ცოლს“, – წერს მილიონერი სოციალურ ქსელში.

სალიჰ საიბორტი საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს და როგორც მისი ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ხშირად სტუმრობს.

საიბორტი საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიას ფლობს. ბერძენი მილიონერის უახლეს რეინჯ როვერს ხშირად მოჰკრავთ თვალს აღმაშენებლის  გამზირზეც.

„პრაიმტაიმმა“ საიბორტთან ინტერვიუს ჩაწერა და მისი საქმიანობის შესახებ მეტი დეტალის გარკვევა სცადა, თუმცა მილიონერმა განგვიცხადა, რომ დაკავებულია და სასაუბროდ დრო არ აქვს.

პრაიმ ტაიმი