სერჯიო მატარელა იტალიის პრეზიდენტად ისევ აირჩიეს

სერჯიო მატარელა იტალიის პრეზიდენტად ისევ აირჩიესსერჯიო მატარელა იტალიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

80 წლის მატარელა იტალიის პრეზიდენტის პოსტის დაკავებას კიდევ 7 წლის განმავლობაში შეძლებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, მას არჩევნებში მონაწილეობა აღარ სურდა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ დაარწმუნა, რომ ქვეყნის სტაბილურობისთვის მისი თანამდებობაზე დარჩენა უკეთესი იქნებოდა. ამასთან კოალიციურმა პარტიებმა სხვა კანდიდატის თაობაზე შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს.

მატარელამ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას იზიარებს და ქვეყნის განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ცნობისთვის, იტალიაში პრეზიდენტს 1 009 სენატორისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია ფარული კენჭისყრით ირჩევს.

იპნ