სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა თანამდებობა დატოვა.
პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ის გადადგომის მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სრულიად არაემოციურია და გარკვეული ლოგიკიდან მოდის.
“გვაქვს პარადოქსული სიტუაცია, როდესაც პრეზიდენტი იძულებულია იყოს სახელმწიფოებრიობის გარანტი, ფაქტობრივად, რეალური ინსტრუმენტების გარეშე. კონსტიტუცია ასევე გულისხმობს ერთი დაწესებულების უპირატესობას მეორეზე, უქმნის დაბრკოლებებს დიასპორის სპეციალისტებს მონაწილეობა მიიღონ ისტორიული სამშობლოს სახელმწიფო ინსტიტუტების მართვაში და ა.შ.
ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა ფორმით, მაგრამ არა შინაარსით.
ჩვენ ვცხოვრობთ თავისებურ რეალობაში – რეალობაში, რომელშიც პრეზიდენტი ვერ ახდენს გავლენას ომსა და მშვიდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
რეალობა, როდესაც ის ვერ იყენებს ვეტოს იმ კანონებზე, რომლებსაც სახელმწიფოს და ხალხისთვის შეუფერებლად მიიჩნევს.
რეალობა, რომელშიც პრეზიდენტი ვერ გამოიყენებს თავისი პოტენციალის უპირატეს ნაწილს სისტემური საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრობლემების მოგვარებისთვის.
რეალობა, რომელშიც მსოფლიო მუდმივი ტურბულენტობის ზონაშია, მაგრამ პრეზიდენტს არ გააჩნია კონსტიტუციური ინსტრუმენტები, რომ დაეხმაროს თავის ქვეყანას”, – წერია განცხადებაში.
იპნ