სალომე სვანაძეს რუსეთში კარგად იცნობენ. 34 წლის მომხიბვლელ და წარმატებულ პლასტიკურ ქირურგს ბევრი მადლიერი პაციენტი ყავს.
მომხიბვლელი ქირურგი მალე საქართველოშიც გააკეთებს ოპერაციებს.
„ახალმა წელმა უკვე გამახარა. ჩემი ქალიშვილი, სალომე სვანაძე, რუსეთში ცნობილი ათწლიანი გამოცდილების მქონე პლასტიკური ქირურგი ოფიციალურად შეუერთდა ქართველი პლასტიკური ქირურგების რიგებს. სალომე, ჩემო სიცოცხლე, გისურვებ, ჩვენი სამშობლო შენით ამაყობდეს!“ – წერს სალომეს დედა მაია ჩერქეზიშვილი.
სალომე სვანაძე მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა. მამა ქირურგია, დედა – სტომატოლოგი. მისი კარიერაც სწორედ მშობლების პროფესიამ განაპირობა. წარმატებამდე რთული გზა გაიარა. მკერდის პლასტიკურ ოპერაციებს აკეთებს.
სალომე 2017 წელს კანადელ ტიმ ტერუზე დაქორწინდა. ქართველი ლამაზმანის მეორე ნახევარი რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მათ პატარა ბიჭუნა, მაქსი ჰყავთ.
სალომე რუსეთში, ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებაზე, „Moscow Ball 2016“ მონაწილეობდა და რუსული საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, ცეცხლოვანი ტანგოს შესრულებით.
სალომე მომღერალ სოფო ნიჟარაძის ბიძაშვილია.
პრაიმ ტაიმი