სტამბოლი-ბათუმის ბორტი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა

სტამბოლი-ბათუმის ბორტი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდაბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ქარის გამო თვითმფრინავი ვერ დაეშვა. ბათუმი-სტამბოლის რეისმა ქალაქს რამდენიმე წრე დაარტყა, თუმცა დაფრენა ვერ შეძლო.

„საგანგაშო არაფერია, თვითმფრინავი ამ წუთებში [12:30 სთ] ცდილობს დაფრენას“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.

მანამდე, 12:00 საათზე, აეროპორტში უპრობლემოდ დაჯდა კიევი-ბათუმის თვითმფრინავი.

საბოლოოდ, აღნიშნული რეისი ტრაბზონის აეროპორტში დაეშვა.