სუდანის პრემიერ-მინისტრმა აბდალა ჰამდოკმა თანამდებობა დატოვა.
მინისტრის გადაგდომის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში უსაფრთხოების ძალებმა კვირას, დედაქალაქთან სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს სამი ადამიანი მოკლეს. მან ასევე შეაქო სუდანელი ხალხი საპროტესტო აქციების დროს „თავისუფლებისა და სამართლიანობის“ მოთხოვნის გადაწყვეტილების გამო და დასძინა, რომ ისინი ნამდვილად მიიღებდნენ უკეთეს მომავალს მათი რევოლუციური ენთუზიაზმით.
25 ოქტომბერს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას სუდანის სხვადასხვა ქალაქში აპროტესტებენ. გადატრიალების დროს აბდალა ჰამდოკი დროებით დააკავეს. ქვეყნის სამხედრო უფროსმა, გენერალმა აბდელ ფატა ალ-ბურჰანმა, ნოემბერში ჰამდოკი პოზიციაზე აღადგინა, როგორც სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობას შორის შეთანხმების ნაწილი. მომიტინგეები ძალაუფლების სამოქალაქო ხელისუფლებისთვის გადაცემას და გადატრიალების ლიდერების გასამართლებას მოითხოვენ.
იპნ