თბილისში, მიხაკო წერეთლის 9 ნომერში, CO-ს გაჟონვის შედეგად 26 წლის ქალი გარდაიცვალა.
როგორც „თბილისი ენერჯიში“ განაცხადეს, ბინაში დამონტაჟებული იყო აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი.
ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდ სტუდენტი იყო და სახლი დაგირავებული ჰქონდა.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
რუსთავი 2

