თბილისში, სანატორიუმ “ქართლის” დევნილთა საცხოვრებელში ჭერი ჩამოინგრა.
მე-3 და მე-4 სართულებს შორის ჭერი იმ დროს ჩამოიშალა, როცა დერეფანში მცირეწლოვანი ბავშვი და მისი ბებია იყვნენ.
შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინაა.
არსებული ინფორმაციით, შენობა დიდი ხანია ავარიულია. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები შენობაში ოცი წელია ცხოვრობენ.
ტვ პირველი