თბილისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება გამოავლინეს

თბილისში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება გამოავლინესგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

„თბილისში შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე 3,5 მ3-რცხილას სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანა და მასზე განთავსებული საშეშე მერქანი დაილუქა. შედგა შესაბამისი აქტი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იმედინიუსი