“რა ხალხი ხართ, სად იზრდებით?!” – თემურ წიკლაურის საფლავი დააზიანეს

"რა ხალხი ხართ, სად იზრდებით?!" - თემურ წიკლაურის საფლავი დააზიანესანსამბლ “ივერიას” სოლისტის თემურ წიკლაურის საფლავი უცნობმა პირებმა დააზიანეს.

კერძოდ, დაზიანებულია მომღერლის ქანდაკება.

როგორც Nina Marji წერს, სავარაუდოდ, დამნაშავეებს ბრინჯაოს ქანდაკება ეგონათ და მოპარვას აპირებდნენ.

“როგორც ჩანს, ბრინჯაო ეგონათ და მის (ქანდაკების) ხელებში არსებული დედამიწის ბურთულა მოუგლეჯიათ!

მერე ნახეს, რომ ბრინჯაო არ იყო და იქვე გადააგდეს. ასევე დაგლეჯილი იყო ყვავილების გვირგვინი. გაიგეთ, არაა ეს ფერადი ლითონი, არის თაბაშირით გაკეთებული და ხელი აღარ ახლოთ, ვანდალებო! რა ხალხი ხართ, სად იზრდებით, რა აზროვნება და გონება გაქვთ ასეთი სამარცხვინო? ან კი გაქვთ საერთოდ?” – წერია პოსტში.

თემურ წიკლაური გასულ წელს კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

რეპორტი

"რა ხალხი ხართ, სად იზრდებით?!" - თემურ წიკლაურის საფლავი დააზიანეს