“თითქმის ყველა შენობა დაზიანდა” – ტონგას ცუნამიმ უპრეცედენტო ზარალი მიაყენა

"თითქმის ყველა შენობა დაზიანდა" - ტონგას ცუნამიმ უპრეცედენტო ზარალი მიაყენაწყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოს, ტონგას ხელისუფლება აცხადებს, რომ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გამოწვეულმა ცუნამიმ კუნძულს „უპრეცედენტო ზიანი“ მიაყენა. მათივე თქმით, ცუნამი იმდენად ძლიერი იყო, რომ კუნძულზე არსებული თითქმის ყოველი შენობა დაზიანდა ან განადგურდა.

ტონგას ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიურ უბედურებას კუნძულზე 3 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 2 ადგილობრივი და 1 გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე.

15 იანვარს ტონგას მახლობლად წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა, რამაც 1,2 მეტრიანი ცუნამის ტალღები გამოიწვია. ვულკან ჰინგა-ტონგას ამოფრქვევის შედეგად კუნძულზე სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი გაწყდა, რის გამოც დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ ხერხდებოდა.

იპნ