ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გაუგზავნა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერში“ წერს.
მისი ინფორმაციით, კიევში ამერიკულმა თვითმფრინავმა 80 ტონაზე მეტი იარაღი ჩაიტანა.
„80 ტონაზე მეტი იარაღი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან! და ეს არ არის დასასრული“, – წერს უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, შაბათს უკრაინამ აშშ-ის მიერ დეკემბერში დამტკიცებული 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის პირველი პარტია, 90 ტონამდე ტვირთი მიიღო.