ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა. მათ შორის სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ერთ მათგანს სამედიცინო კვლევა და საშუალო სირთულის ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა თავის ქალის ტრავმის გამო ექიმები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ.
ავარია 8 იანვარს დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. სწრაფად მიმავალი მანქანა ეზოსთან დაყრილ ლოდებს შეეჯახა და ამოტრიალდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და სამართალდამცველთა ეკიპაჟები.
რეპორტი