“არა ომს” – რუსეთის 24 ქალაქში აქციები გაიმართა – 167 კაცი დააკავეს

"არა ომს" - რუსეთის 24 ქალაქში აქციები გაიმართა - 167 კაცი დააკავესლოზუნგით „არა ომს!“ რუსეთის ფედერაციის 20-ზე მეტ ქალაქში აქციები გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეარხი „დოჟდი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, აქციები მრავალრიცხოვანი არ ყოფილა, თუმცა ისინი რუსეთის 24 ქალაქში გაიმართა და პროტესტის გამოხატვისთვის 18:00 საათის მონაცემებით, 167 აქტივისტი დააკავეს, მხოლოდ ეკატერინბურგში 60 აქტივისტი დააკავეს. პიკეტი იყო მოსკოვში პუშკინის მოედანზე და სანქტ-პეტერბურგის სხვადასხვა ქალაქში.

ცნობისთვის, რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში.

ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აღნიშნულ მოწოდებებსა და აქციებში მონაწილეობას უარყოფითი სამართლებრივი შედეგები ექნება.

„დაძაბული საგარეო პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, არეულობებსა და აქციებში მონაწილეობას, ექნება უარყოფითი სამართლებრივი შედეგები, რაც მოიცავს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. უნდა გვახსოვდეს, რომ ნასამართლეობა უარყოფით შედეგებს იწვევს და კვალს ტოვებს ადამიანის მომავალზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

იპნ