ავარია წალენჯიხაში მსხვერპლით დასრულდა – ვ.უბილავა დაიღუპა

ავარია წალენჯიხაში მსხვერპლით დასრულდა - ვ.უბილავა დაიღუპაავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭალეში მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 40 წლამდე კაცის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. იგი თბილისში მცხოვრები ვ.უბილავაა. ინფორმაციას სოფელ ჭალეს რწმუნებული ავთანდილ მანია ადასტურებს.

მისივე თქმით, მერსედესის მარკის ავტომობილს მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

მეორე მანქანაში სამი მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა. ერთი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კლინიკის დირექტორის სულხან ორჟონიას თქმით, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, უცნობია.

40 წლამდე მამაკაცს მეუღლე და 3 შვილი დარჩა.

პრაიმ ტაიმი